რესპუბლიკელები ტრამპს მოუწოდებენ აღადგინოს უკრაინის სამხედრო-სადაზვერვო დახმარება

სულ უფრო მეტი რესპუბლიკელი კონგრესმენი და სენატორი მოუწოდებს დონალდ ტრამპს აღადგინოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა.
ტრამპის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო რესპუბლიკელების პოზიციას თავი გამოცემა The Hill-მა მოუყარა.
ტრამპის არაერთი თანაპარტიელის აზრით, უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო დახმარების განგრძობით შეჩერებას ქვეყნის მდგომარეობაზე დამანგრეველი გავლენა ექნება.
ამასთანავე, რესპუბლიკელები ამბობენ, რომ პრეზიდენტს ჰქონდა უფლება დროებით დაეპაუზებინა უკრაინის დახმარება რათა გაეზარდა წნეხი ნატოელ მოკავშირეებზე, შეეფასებინა ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარება და ამით შეექმნა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის საჭირო ფანჯარა.
ამავდროულად ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინის დახმარების დიდი ხნით დაპაუზებას, რადგანაც მათი თქმით, ეს დაასუსტებს უკრაინის პოზიციებს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
განსაკუთრებულ აქცენტს კი სადაზვერვო ინფორმაციის მიმოცვლის აღდგენაზე სვამენ. მათი აზრით, უკრაინის ბრძოლისუნარიანობის დასუსტება არც ამერიკისთვის იქნება სასარგებლო.
"ეს არის განგაში უკრაინელი ხალხის ბედზე, ასევე მაწუხებს თუ რა დამოკიდებულება ექნებათ ამასთან მეომრებს ბრძოლის ველზე"- ამბობს სენატორი ტომ ტილისი. მისი თქმით, ეს პაუზა შესაძლოა პუტინისთვის აღმოჩნდეს ხელსაყრელი.
ტილისი ამბობს, რომ არსებული მარაგებით უკრაინა მომდევნო თვეებში შეძლებს ფრონტის შენარჩუნებას, მაგრამ განგრძობით უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობაზე დამანგრეველი გავლენა ექნება.
უკრაინის სამხედრო დახმარებას დაპაუზების წინააღმდეგია სენატის ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარე, სიუზან კოლინზი.
"ჩვენ არ უნდა შევაჩეროთ ჩვენი ძალისხმევა, უკრაინელები სისხლს ღვრიან",- ამბობს კოლინზი და შექმნილ ვითარებას უკრაინისთვის კრიტიკულ წერტილად აფასებს.
პაუზა დროებითი იქნება სენატში რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერის, ჯონ ტიუნის თქმით.
"მნიშვნელოვანია, რომ ეს არის შეჩერება და არა შეწყვეტა. ვფიქრობ, რომ ეს მოლაპარაკებების ნაწილია",- ამბობს ტიუნი და გამოთქვამს, იმედს, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებით დაცული იქნება უკრაინის სუვერენიტეტი.
პაუზის შესახებ გაზრდილი წუხილის შესახებ განაცხადა, სენატორმა ლინდსი გრემმაც.
სენატის დაზვერვის კომიტეტის მაღაჩინოსნის, სენატორ ჯონ კორნინის თქმით, ამერიკის მიერ მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაციას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს უკრაინული არმიისთვის.
"ვიმედოვნებ, რომ პაუზა მალე გაუქმდება",-ამბობს ჯონ კორნინი.
სადაზვერვო და სამხედრო დახმარების დაპაუზების წინააღმდეგ გამოვიდა სენატის შეიარაღების კომიტეტის წევრი, სენატორი მაიკლ რაუნდსიც.
კონტექსტი
უკრაინისთვის სამხედრო და სადაზვერვო დახმარება დონალდ ტრამპმა გასულ კვირას . თავის მხრივ, აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკულმა ადმინისტრაციაში თეთრ სახლში გამართული სკანდალური შეხვედრის შემდეგ მიიღო.
ამერიკელი პრეზიდენტის წნეხის ფონზე უკრაინის ხელმძღვანელობამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნის შესახებ გამოაცხადა.
მომდევნო კვირას ერ-რიადში უკრაინისა და ამერიკის მაღალი რანგის დელეგაციების პირველი შეხვედრა გაიმართება - შეხვედრის მთავარი თემა რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებისთვის ჩარჩო პირობების მომზადება იქნება.