Reuters: ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დადებას განიხილავს
ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარის თქმას განიხილავენ, აცხადებს სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
რუსულ ნავთობზე ემბარგო შესაძლოა ბრიუსელის მიერ მოსკოვისთვის დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტში აღმოჩნდეს.
სააგენტოს ინფორმაციით, რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას დაჟინებით მოითხოვენ ბალტიის ქვეყნები.
ემბარგოს, როგორც სანქციის ერთ-ერთ მკაცრ ზომას, მხარს უჭერს საფრანგეთიც.
სხვა ევროპული ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, ევროპის ენერგეტიკული ბაზრისთვის იმპორტის აკრძალვის უარყოფით შედეგებზე მიუთითებენ.
ევროკავშირს რუსეთიდან მოხმარებული ნავთობის მეოთხედი შემოაქვს.
მანამდე კრემლში განაცხადეს, რომ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას ევროპისთვის გაზის მიწოდების შეფერხება შეიძლება მოჰყვეს.
რუსეთზე ევროკავშირში ბუნებრივი აირის იმპორტის 40 პროცენტი მოდის.