რეზნიკოვი: ხვალ უკრაინა ახალ შეიარაღებას მიიღებს
უკრაინის პარტნიორებს არ სჯეროდათ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგება შეგვეძლო, მაგრამ როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ძალა გამოიჩინეს, დასავლეთის ქვეყნები მიხვდნენ, რომ უკრაინელები ბოლომდე იბრძოლებდნენ და დაიწყეს კიევისთვის იარაღის მიწოდება.
ამის შესახებ 23 აპრილს ეროვნული ტელემარათონის ეთერში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
"პირველი საუბრები ჩვენთვის Stinger-ის გადმოცემის შესახებ, მე აშშ-ში [2021] ნოემბერში მქონდა, მათ უარი გვითხრეს, მათ თქვეს, რომ ეს შეუძლებელი იყო. მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე მივიღეთ პირველი Stinger-ები იანვარში. ისიც გვითხრეს, რომ 155 მმ კალიბრის არტილერიის გადმოცემა შეუძლებელი იყო – ახლა გვაძლევენ. ამიტომ, ჩვენ ყოველდღიურად გადმოგვაქვს საზღვარზე "ახალი წვრილმანები" სპეციალური კოლონებით და ხვალ იქნება "ახალი წვრილმანები" ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებსაც ძალიან წარმატებულად გამოიყენებენ მტრის წინააღმდეგ", - განაცხადა რეზნიკოვმა.