რობერტ ქოჩარიანი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

სომხეთის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

ქოჩარიანმა თავისი გადაწყვეტილება მოსახლეობას ფეისბუქ-პოსტით ამცნო. მან განაცხადა, რომ წარსულში სომხეთის და მთიანი ყარაბახის პარლამენტის წევრი იყო, მისი ხასიათით ის აღმასრულებელი ხელისუფლების ადამიანია.

“მე ხმა მომცეს, როგორც ბლოკის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს,” - აღნიშნა მან.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ის ფაშინიანის წინააღმდეგ ბრძოლას შეწყვეტს და ბლოკის ლიდერი აღარ იქნება.

2021 წლის 20 ივნისს გამართულ არჩევნებზე ქოჩარიანის “სომხეთის ალიანსმა” ხმების 21% მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა. ფაშინიანის პარტია კი 54%-ით პირველ ადგილზე გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების შედეგები აღიარეს, ქოჩარიანის პარტიამ შედეგები საკონსტიტუტციო სასამართლოში წარუმატებლად გაასაჩივრა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები