პუტინის ბრძანებით, როსგვარდია მძიმე შეიარაღებით აღიჭურვება

4 აგვისტოს პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც "როსგვარდიას"- რუსეთის ეროვნულ გვარდიას, მძიმე შეიარაღებით აღჭურვის საშუალებას მისცემს.
ეს გადაწყვეტილება ივნისში, ევგენი პრიგოჟინის ვაგნერის დაუმორჩილებლობის შემდეგ მიიღეს.
როსგვარდიის შემადგენლობაში 200,000 ადამიანია და ამჟამინდელი ფორმით 2016 წელს შეიქმნა, რომელსაც პუტინის პირადი დაცვის ყოფილი წევრი, ვიკტორ ზოლოტოვი ხელმძღვანელობს.
თავად ზოლოტოვი ამტკიცებს, რომ პრიგოჟინის დაუმორჩილებლობის დროს, როსგვარდიამ "ბრწყინვალედ" იმუშავა, თუმცა ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ როსგვარდიამ ვაგნერის წინააღმდეგ რაიმე ეფექტური ღონისძიება გაატარა.
სინამდვილეში, ევგენი პრიგოჟინის დაუმორჩილებლობა სწორედ იმ სახის საფრთხე იყო, რასაც ეროვნული გვარდია უნდა გამკლავებოდა.
ვიკტორ ზოლოტოვი აქამდე ამბობდა, რომ მძიმე შეიარაღება უნდა მოიცავდეს არტილერიასა და თავდასხმით ვერტმფრენებს.