რუმინეთმა მოლდოვას სამხედრო დახმარება გადასცა
მოლდოვისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებმა ანატოლი ნოსატიიმ და ანჟელ ტილვარმა ორშაბათს კიშინოვში მოლაპარაკებები გამართეს, რომლის დროსაც მოლდოვამ რუმინული სამხედრო დახმარების პარტია მიიღო.
ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზშია ნათქვამი.
ვიზიტის ფარგლებში რუმინელმა მინისტრმა თავის კოლეგასთან ერთად კიშინოვში მონაწილეობა მიიღო მოლდოვის ეროვნული არმიის მიერ რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს უახლესი სამხედრო დახმარების მიღებაში.
დახმარება მოიცავს პერსონალურ ბალისტიკური დაცვის აღჭურვილობას, კერძოდ კევლარის ჩაფხუტებს და ჯავშანჟილეტებს, ასევე საველე მანქანებს.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს არის რუმინეთის მუდმივი ძალისხმევის ნაწილი მოლდოვის რესპუბლიკის თავდაცვის სტრუქტურების მოდერნიზაციის მხარდასაჭერად.
ვიზიტის დროს ტილვარმა დაადასტურა, რომ ბუქარესტი მზადაა მოლდოვის ეროვნულ არმიას მრავალ სფეროში შესთავაზოს საექსპერტო დახმარება და მხარდაჭერა.
"ეს დახმარება არის რუმინეთის მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით, მხარი დაუჭიროს მოლდოვას არმიის თანამედროვე აღჭურვილობით აღჭურვას," - თქვა მან.
რუმინეთისა და მოლდოვის თავდაცვის მინისტრებმა ისაუბრეს ორმხრივ და რეგიონულ თანამშრომლობაზე, ასევე ნატოსა და ევროკავშირის კონტექსტში.