რუსების დაბომბვას კრამატორსკში 4 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა
2 თებერვალს, რუსეთის საარტილერიო ძალებმა თავდასხმა მიიტანეს აღმოსავლეთ უკრაინულ ქალაქ კრამატორსკზე, სადაც რაკეტები, საცხოვრებელი შენობებს მოხვდა.
არსებული მონაცემებით, დაიღუპა 4 სამოქალაქო პირი, ხოლო 18-მა სხეულის დაზიანება მიიღო.
თავდასხმა დღესაც გაგრძელდა, "სი ენ ენის"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, S-300-დან გასროლილი რაკეტები, ქალაქის ცენტრში აფეთქდა. ამერიკული ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი, აფეთქების ადგილიდან, 1 წუთის სავალზე იმყოფებოდნენ.
რუსების მიერ მიზანში ამოღებული ადგილებს არ აქვთ სამხედრო დანიშნულება, აქ ძირითადად საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, საავადმყოფოები და კლინიკებია განთავსებული.
უკრაინული მხარის ცნობით, სამაშველო ოპერაცია უკვე დასრულებლია.
რუსეთის პასუხი: მოსკოვში აცხადებენ, რომ კრამატორსკზე მიტანილი იერიშის შედეგად, განადგურდა HIMARS-ის საარტილერიო სისტემები. თუმცა, ნაკლებად სარწმუნოა, რომ უკრაინელები ძვირადღირებულ ტექნიკას, რომელიც ზომაში საკმაოდ დიდია, ასეთ საჯარო ადგილზე ინახავდნენ.