რუსებმა ოდესის პორტი დაბომბეს: დაიღუპა სირიის 4 მოქალაქე და დაზიანდა სამოქალაქო გემი

11 მარტს, საღამოს, ქალაქ ოდესის პორტზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად სირიის 4 მოქალაქე დაიღუპა და 2 კი დაშავდა.
ამის შესახებ ოდესის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა.
"გუშინ (11 მარტს - რედ.) საღამოს, რუსეთი თავს დაესხა ოდესის პორტს. ბარბადოსის დროშის მცურავი გემი MJ PINA ბალისტიკურმა რაკეტამ დააზიანა. სამწუხაროდ, დაიღუპა ოთხი ადამიანი - სირიის მოქალაქეები. ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 18 წლის იყო, ყველაზე უფროსი 24 წლის." - აღნიშნა მან.
დაშავდა ორი ადამიანი - უკრაინელი და სირიელი.
"დარტყმის მომენტში გემი იტვირთებოდა ხორბალს ალჟირში საექსპორტოდ. ეს იყო აბსოლუტურად სამოქალაქო გემი," - წერს კიპერი.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა სხვა გემიც, ნავმისადგომები და მარცვლეულის შესანახი საწყობები.