რუსებმა პოკროვსკი დაბომბეს: დაიღუპა 7 ადამიანი, დაიჭრა 30-მდე
პოკროვსკის ცენტრში საცხოვრებელ კორპუსებზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. დაღუპულებს შორის არის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილე, ასევე პოლიციელები, მაშველები და ერთი ბავშვი.
"5 დაღუპული და 18 დაჭრილი - პოკროვსკში საცხოვრებელ კორპუსებზე ორი თავდასხმის შედეგი. 21:20 საათისთვის პირველი დაბომბვის შედეგად დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე, 3 კი დაშავდა.
განმეორებითი დაბომბვის დროს დონეცკის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დაიღუპა. დაშავდა კიდევ 4 მაშველი, 8 პოლიციელი და 3 მშვიდობიანი მოქალაქე. ჩვენი გმირები პირველები მივიდნენ დაბომბვის ადგილზე ხალხის დასახმარებლად.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ჩვენ ვახარისხებთ ნანგრევებს, ცდილობთ გადავარჩინოთ ხალხი რუსული ტერორისგან." - თქვა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის უფროსმა სერგეი კრუკმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლის გარდაცვალება დაადასტურა. მისივე თქმით, დაშავებულია კიდევ ხუთი მაშველი.
მოგვიანებით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ დაბომბვის შედეგად დაღუპული საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი პოლკოვნიკი ანდრეი ომელჩენკოა.