რუსეთის აფრიკულმა კორპუსმა და მალის ხუნტამ ჩრდილოეთში საკვანძო ბაზა დაკარგა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდაბარებული "აფრიკული კორპუსისა" და მალის მმართველი ხუნტის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე საკვანძო მნიშვნელობის სამხედრო ბაზა დაკარგეს. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ AFP თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

  • საუბარია 'ტელასიტის' სახელით ცნობილ უმსხვილეს ბანაკზე, რომელიც მალის ჩრდილოეთ ნაწილში მმართველი რეჟიმის საკვანძო საყრდენი პუნქტის ფუნქცია ჰქონდა. 
  • 'ტელასიტის' ბანაკიდან დანაყოფების გასვლას ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული Z-ბლოგერი, რიბარიც. 

ჩაშლილად: ადგილობრივი წყაროებისა და თვითმხილველების ცნობით, ბანაკისთვის ბრძოლები არ ყოფილა და აჯანყებულებმა პრაქტიკულად უბრძოლველად დაიკავეს მთელი ტერიტორია. 

  • ტელასიტის ბაზა რეჟიმისთვის რამდენიმე თვალსაზრისითა მნიშვნელოვანი: პირველ რიგში აქ მდებარეობს მსხვილი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელსაც იყენებდა რუსული ავიაცია. 

  • ამასთანავე ტელასიტზე გადის ალჟირთან დამაკავშირებელი თითქმის ყველა მაგისტრალი, რაც უმნიშვნელოვანესია მალის ეკონომიკისთვის. 

დიდი სურათი: დასავლეთ აფრიკის ექსპერტის, ჰენი ნსაიბიის შეფასებით, უბრძოლველოდ ბანაკის დატოვება იმაზე მეტყველებს, რომ რუსები და ხუნტის მეთაურები ნებისმიერ ფასად შეეცდებიან დედაქალაქ, ბამაკოს გამაგრებას და შენარჩუნებას. 

  • მისი შეფასებით აჯანყების მომავალი სამიზნე შესაძლოა ჩრდილოეთში მდებარე სამი უმსხვილესი ქალაქი გახდეს: ტიმბუკტუ, გაო და მენაკა. 

  • "ისინი (რედ. აჯანყებულები) ვა-ბანკზე მიდიან. ამ მასშტაბის წარსულში არაფერი გვინახვს, რეჟიმი ინტენსიური წნეხის ქვეშაა"- ამბობს დასავლეთ აფრიკის ექსპერტი, ჰენი ნსაიბია.

კონტექსტი: რუსეთის "აფრიკული კორპუსის" მარცხი - რა ხდება მალიში

მსგავსი სიახლეები