რუსეთის არმია კურსკის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდა - ბოლო ცნობები

აღნიშნული მასალა მომზადებულია უკრაინული და დასავლური საინფორმაციო საშუალებებზე, OSINT ანალიტიკოსებსა და რუსი Z-ბლოგერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე; 


11 აგვისტოს დილით, რუსეთმა კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევა წამოიწყო. რუსი Z-ბლოგერების და გავრცელებული ვიდეოების თანახმად, შეტევა ერთდროულად ორი მიმართულებიდან დაიწყო:

  1. ქალაქი კორონევოდან სამხრეთით მდებარე დასახლებული პუნქტი სნაგოსტისკენ;
  2. დასავლეთიდან რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე: გორდეევკა, ვნეზაპნოე, ბიახოვო, აპანასოვკა, სნაგოსტი, ვიშნევკა და კრასნო-ოკტიაბრსოე 

გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, რუსეთის მხრიდან კონტრშეტევას ახორციელებს საზღვაო ქვეითების 155-ე ბრიგადა და საჰაერო-სადესანტო ძალების 51-ე სადესანტო-საპარაშუტო პოლკი, არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერით.

უკრაინული გამოცემა Deep State-ის თანახმად, რუსებმა მოახერხეს მდინარე სეიმზე ჯავშანტექნიკის გადასროლა - „რუსმა სამხედროებმა დაიწყეს აქტიური საიერიშო მოქმედება, გადაისროლეს ჯავშანტექნიკა მდინარე სეიმზე, შემდეგ კი უფრო პატარა მდინარეებზე. კიდევ ერთი დარტყმა განხორციელდა ცოტა ხნის წინ რუსეთის მიერ თავისი კონტროლის ქვეშ დაბრუნებული კორენევოდან და სნაგოსტიდან“, - ნათქვამია უკრაინული რესურსის ტელეგრამის არხში.

რუსი Z-ბლოგერების მიერ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, 11 აგვისტოს ბრძოლების მიხედვით, რუსებმა შეძლებს კონტროლის აღდგენა რამდენიმე მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტზე.

უკრაინის მთავარსარდლობის მხრიდან ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა. 

უკრაინული და დასავლური საინფორმაციო საშუალებებისა და OSINT ანალიტიკოსების მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მხოლოდ დასახლებული პუნქტი სნაგოსტის დაკავება შეძლეს.

რუსი Z-ბლოგერები ალყის შესაძლებლობაზეც იწერებიან. მათი მტკიცებით, კონტრშეტევის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, დასახლებულ პუნქტ კრასნო-ოკტიაბრსკოეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირადი შემადგენლობა და ტექნიკა შეიყვანა, ხოლო დასახლებული პუნქტი აპანასოვკას აღებამ ალყა გარდაუვალი გახადა. თუმცა, უცნობია, იმყოფიებიან თუ არა უკრაინის შეიარაღებული ძალები აღნიშნულ მონაკვეთზე.

Z-ბლოგერები, კონტრშეტევის პარალელურად, იწერებოდნენ უკრაინელების მხრიდან დამატებითი ძალების შეყვანის შესახებაც. გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, სუმის ოლქიდან, უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ დაჯგუფების შეყვანას გლუშკოვოს რაიონში. აღნიშნულის განხორციელების შემთხვევაში, ZSU კონტრშეტევაზე მყოფი რუსი დაჯგუფებების ზურგში აღმოჩნდებიან. 

შეტაკებების შესახებ ცნობები მოდის კურსკის ოლქში მდებარე სუჯას რაიონიდან, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.

რუსი Z-ბლოგერების თანახმად, ქალაქი სუჯას ჩრდილოეთით, დასახლებულ პუნქტებში პოგრებკი-კამიშევკასთან; თუმცა, ტერიტორიული კონტროლის კუთხით ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

მასალა განახლებადია...

მსგავსი სიახლეები