რუსეთის დანაკარგი უკრაინაში: 26.9 ათასი ჯარისკაცი, 200 თვითმფრინავი, 1205 ტანკი
13 მაისის მდგომარეობით უკრაინის წინააღმდეგ ომში 26.9 ათასი რუსი ჯარისკაცს მოკვდა. ბოლო 24 საათში 250 ოკუპანტია ლიკვიდირებულია ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუქზე ავრცელებს.
რუსეთის შეიარღებული ძალების სხვა დანაკარები ასეთია:
- ტანკები - 1205 (ბოლო 24 საათში +10);
- ჯავშანტექნიკა - 2900 (+27);
- საარტილერიო სისტემები - 542 (+8);
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 193 (+2);
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 88 (+1);
- თვითმფრინავი - 200 (+1);
- ვერტმფრენები - 162 (+1);
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატები - 405 (+7);
- ფრთოსანი რაკეტები - 95 (+1);
- გემები / ნავები - 13;
- საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო ავტომობილები - 2042 (+23);
- სპეციალური აღჭურვილობა - 41.
"ბოლო დღის განმავლობაში მტრის ყველაზე დიდი დანაკარგი კურახოვსკის მიმართულებაზე დაფიქსირდა. მონაცემები ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენცია 24 თებერვალს დაიწყო. რუსეთის ფედერაციაში ამ ომს "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებენ.