რუსეთის დაზვერვა: აშშ-ს "ქართული ოცნების" გამარჯვებაში ხელის შეშლა სურს
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები, მოახლოებულ საპარამენტო არჩევნებში ჩარევას და "ქართული ოცნების" გამარჯვებაში ხელის შეშლას გეგმავს.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სამთავრობო საინფორმაციო გამოშვება TASS-ი იტყობინება.
გამოცემის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ინსტრუმენტების ამოქმედება გადაწყვიტა და ამისთვის ეუთო/ოდირთან თანამშრომლობა დაიწყო.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის "მტკიცებით", ეუთო/ოდირმა 10-20 დღით ადრე ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს, სადაც ნათქვამი იქნება, რომ ქვეყანაში „სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების“ ჩატარების წინაპირობა არ არსებობს.
არჩევნების ჩატარების შემდეგ, ამ ანგარიშზე დაყრდნობით დაიდება დასკვნა, რომ პროცესი დემოკრატიული ნორმებთან შეუთავსებელი იყო, რაც ხელს შეუწყობს მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს და ოპოზიციის მხრიდან ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას.
რუსეთის საგარეო დაზვერვის მხრიდან, ბოლო რამდენიმე თვეში, ანალოგიური განცხადებები არაერთხელ გაჟღერებულა. SVR-ის უფროსმა, სერგეი ნარიშკინმა, 27 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთის მიზანია, თავიდან აიცილოს „ფერადი რევოლუცია“ საქართველოში.
9 ივლისს, რუსეთის დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის მხიედვით, აშშ-ს გადაწყვეტილი აქვს საქარტელოს ხელისუფლების ცვლილება 26 ოქტომბირს არჩევნების შემდეგ.