რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო: ჟირინოვსკის მდგომაროება სტაბილურია
ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უარყო რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ.
"ჟირინოვსკის მდგომარეობა შეფასებულია როგორც სტაბილური, ექიმები აგრძელებენ შექმნილ ვითარებაში შესაძლო ყველა სამედიცინო დახმარებას",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ თავდაპირველად მისმა თანაპარტიელმა ალექსანდრ პრანიუშკინმა თავის ტელეგრამ არხზე დაწერა, თუმცა მოგვიანებით შეტყობინება წაშალა.
მალევე მის განცხადებას გამოეხმაურა, დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი, რომელმაც უარყო ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობები.
მასალა განახლებადია