რუსეთის მთავრობამ ‘არამეგობრული ქვეყნების’ სია გამოაქვეყნა

რუსეთის მთავრობამ „არამეგობრული ქვეყნების“ სია გამოაქვეყნა, რომელშიც კრემლზე დაწესებულ საერთაშორისო სანქციებში მონაწილე სახელმწიფოები შედიან.

კრემლის განკარგულებით, რუს ფიზიკურ პირებს და კომპანიებს კრედიტორებისთვის, რომლებიც „არამეგობრული სახელმწიფოები“ არიან, ვალის დაბრუნება რუსულ რუბლში შეეძლებათ.

კრემლის „შავ სიაში“ შემდეგი ქვეყნები შევიდნენ:

  • ავსტრალია
  • ალბანეთი
  • ანდორა
  • დიდი ბრიტანეთი
  • ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა
  • ისლანდია
  • კანადა
  • ლიხტენშტაინი
  • მიკრონეზია
  • მონაკო
  • ახალი ზელანდია
  • ნორვეგია
  • სამხრეთ კორეა
  • სან-მარინო
  • ჩრდილოეთ მაკედონია
  • სინგაპური
  • აშშ
  • ტაივანი
  • უკრაინა
  • მონტენეგრო
  • შვეიცარია
  • იაპონია

ამასთან, „არამეგობრულ ქვეყნებში“ რეგისტრირებულ კომპანიებს რუსეთში ბიზნეს-ოპერაციების საწარმოებლად და ინვესტიციების ჩასადებად რუსეთის მთავრობის სპეციალური კომისიის ნებართვა დასჭირდებათ.

*აშშ და ჩეხეთი "არამეგობრული ქვეყნების" სიაში 2021 წლის მაისში შეიყვანეს.

მსგავსი სიახლეები