რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
რუსული გამოცემა РИА Новости-ის მიხედვით, ქალაქ კრონშტადტში, წყალქვეშა ნავის მეზღვაურთა დღის მიმართ გამართულ ცერემონიაზე, ადმირალი ალექსანდრ მოისეევი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დროებით ხელმძღვანლად წარადგინეს.
მოისეევმა, რომელიც 2019 წლიდან ჩრდილოეთ ფლოტს ხელმძღვანელობდა, ამ პოზიციაზე ადმირალი ნიკოლაი ევმენოვი შეცვალა.
დროებითი ხელმძღვანლის დანიშნვას წინ უსწრებდა ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ვრცელი ანგარიში, რის მიხედვითაც, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, საკადრო ცვლილებებს განიხილავდა, რისი მთავარი მოტივიც, უკრაინის დარტყმებისგან რუსეთის შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დაუცველობა იყო.
17 მარტს, სერგეი შოიგუმ მოინახულა შავი ზღვის ფლოტის სამეთაურო პუნქტი ოკუპირებულ სევასტოპოლში, სადაც, უკრაინული საჰაერო-საზღვაო ოპერაციებისა და მათი ფლოტის ოპერირების შესახებ ანგარიში ჩააბარეს. მისი თქმით, ფლოტის დასაცავად გადაიარაღება და ყოველდღიური წვრთნებია საჭირო.
კონტექსტი
უკრაინის თავდასხმები რუსეთის შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტსა და ინფრასტრქუტრაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. სწორედ, ამ მიზეზის გამო, ფლოტის დიდი ნაწილი სევასტოპოლის მთავარი ბაზიდან მოშორებით, ნოვოროსიისკის ბაზებზე გადაყვანა მოუწიათ.
უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის მიხედვით (Stratcom), 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, უკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის საბრძოლო ხომალდების დაახლოებით 33% დააზიანა, მათ შორის, 24 გემი და 1 წყალქვეშა ნავი.