რუსეთის წინსვლა უკრაინაში ნელდება, დანაკარგები კი იზრდება - პენტაგონის დაზვერვა

რუსეთის უპირატესობები ბრძოლის ველზე მცირდება და შესაძლოა მომდევნო წელს ქვეყანა ცოცხალი ძალისა და შეიარაღების დეიფიციტის პირობებში აღმოჩნდეს - საოკუპაციო არმიის წინსვლის ტემპი ნელდება, ხოლო დანაკარგები იზრდება.
State Of Play: ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტოს მიერ კონგრესისთვის მომზადებულ საიდუმლო ანგარიშშია საუბარია, რომელიც Washington Post-მა მოიპოვა. ანგარიში კონგრესმენებს 15 მაისს, სააგენტოს დირექტორმა, ჯეფრი კრუზმა წარუდგინა.
- ანგარიშში ნათქვამია, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების არსებითი მატების გარეშე მიმდინარე წელს ბრძოლის ველზე ვითარება რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება, "მაგრამ მათი წინსვლა ნელდება და დანაკარგები იზრდება."
- უწყების შეფასებით სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთმა სხვადასახვა ტიპის 10 ათასზე მეტი ჯავშანტექნიკა დაკარგა, მათ შორის 3 ათასამდე ტანკი, 250 თვითმფრინავი და ვერტმფრენი და 10 საზღვაო ხომალდი.
- "გასული წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის დამატებითი 0.6% დაიკავა, ხოლო დანაკარგები (მოკლულებისა და დაჭრილების ჯაში) დღიურად 1500 ჯარისკაცს აღწევა"- ამბობენ გამოცემის წყაროები.
- ბრიტანეთის გაერთიანებული ძალების შტაბის ყოფილი მეთაური, რიჩარდ ბარონსი საოკუპაციო არმიის წინსვლას "არამდგრადს" უწოდებს - ზოგი წყაროს შეფასებით რუსეთის დანაკარგები უკვე აღემატება 1 მილიონს.
Big Picture: გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, დონალდ ტრამპის გარემოცვის ის წევრები, რომლებიც მოსკოვზე წნეხის გაზრდას ემხრობიან, ცდილობენ პრეზიდენტის ყურადღება სწორედ რუსეთის მზარდი სისუსტისკენ მიმართონ. ადმინისტრაციის ზოგი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ კრემლზე წნეხის გასაზრდელად საუკეთესო დროა.
- "რუსეთის არმია ეტაპობრივად მიდის ეტაპამდე, როდესაც მას აღარ შეუძლია მასშტაბური იერიშების ორგანიზება. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსებმა თავი მოუყარონ საჭირო რაოდენობით ჯავშანტექნიკას და კარგად გაწვრთნილ დანაყოფებს იმისთვის, რომ გაარღვიონ უკრაინული ფრონტი, და რომც გაარღვიონ შეძლონ ამ წარმატების განვითარება"- ამბობს რიჩარდ ბარონსი.
- საოკუპაციო არმიის მიერ 4 უკრაინული ოლქის სრულად დაკავებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს Сarnegie-ის ფონდის სამხედრო ექსპერტი, დარა მასიკო - "ამ ყველაფრისთვის საჭიროა ძალიან ბევრი შეიარაღება და ცოცხალი ძალა, რუსეთის არმიის ამ მასშტაბით კონცენტრაციას კი ჯერჯერობით ვერსად ვხედავთ"
Сontext: დანაკარგების ზრდის მიუხედავად, გაზეთის ევროპელი და ამერიკელი წყაროების ცნობით, პუტინი "აზვიადებს მისი არმიის წარმატების მასშტაბებს" და მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში საოკუპაციო არმია საზაფხულო კამპანიასაც დაიწყებს.
- მიუხედავად ამისა, სამხედრო ექსპერტების თქმით, მომდევნო წლიდან რუსეთი ჯავშანტექნიკასა და ცოცხალ ძალაში სერიოზულ დეფიციტს შეეჩეხება.
- ბრიტანეთის გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მკვლევარი, ჯეკ უოტლინგის შეფასებით, რუსეთის არმიის განკარგულებაში არსებული საბჭოთა წარმოების ჯავშანტექნიკისა და საარტილერიო დანადგარების მარაგები უკვე შემოდგომაზე ამოიწუროს.
- "ამგვარად დანაკარგების ჩანაცვლების ტემპი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი შეიარაღების წარმოება შეუძლია რუსეთს ნულიდან"- ამბობს უოტლინგი.
Go Deeper: რუსეთი ხარკი-სუმის რაიონში კონცენტრაციას ზრდის და საზაფხული კამპანიას ამზადებს