რუსეთისთვის სანქციების გაგრძელების დაბლოკვა უნგრეთს რუბიომ გადააფიქრებინა

უნგრეთმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელების დაბლოკვა მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ესაუბრა. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • ევროკავშირის წესების მიხედვით სასანქციო რეჟიმის გახანგრძლივების საკითხი წელიწადში 2-ჯერ განიხილება იანვარსა და ივლისში. 
  • გასულ ზამთარში უნგრეთის მთავრობა კიდევ ერთხელ იმუქრებოდა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დათანხმდა ერთიან გადაწყვეტილებას. 

  • წყაროების ცნობით, უნგრელების გადაწყვეტილებაზე საკვანძო გავლენა რუბიოსთან გამართულმა საუბარმა იქონია. 

Big Picture: აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი აცხადებდა, რომ მსოფლიოში ახალი ერა დადგა, რომლის დროსაც აუცილებელია სანქციები "ფანჯრიდან მოისროლონ." 

  • მიუხედავად ამისა, ევროპელი დიპლომატების ცნობით, ორბანისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ტრამპის პირველი განცხადებები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომელშიც ამერიკელი პრეზიდენტი დამატებითი სანქციებისა და ტარიფებით იმუქრებოდა


  • უნგრეთის გადაწყვეტილებაზე არ დაებლოკა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივება საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდა ამერიკელების პოზიციაც, პოლონეთის საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის აზრითაც. 

მსგავსი სიახლეები