რუსეთმა ნორვეგია "არამეგობრული ქვეყნების" სიაში შეიყვანა
რუსეთმა ნორვეგია იმ სახელმწიფოთა სიაში შეიყვანა, რომლებიც საზღვარგარეთ რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო მისიების მიმართ "არამეგობრულ ქმედებებს" ჩადიან.
ამის შესახებ რუსეთის მთავრობამ 3 აგვისტოს განაცხადა.
რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 2021 წლის ბრძანებულების საფუძველზე მიიღეს, რომელიც ხელმოწერილია დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების შემდეგ.
2022 წლის ივლისში შავ სიაში შედიოდნენ საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკეთი. ამ ქვეყნებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე საელჩოებში, საკონსულოებსა და წარმომადგენლობით სამთავრობო უწყებებში შეზღუდეს თანამშრომლების აყვანის შესაძლებლობა.
რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ სიაში მოცემულია არა მხოლოდ ქვეყნების სახელები, არამედ რუსეთში იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებთანაც არამეგობრული სახელმწიფოების წარმომადგენლობებს შრომითი ხელშეკრულებების დადების უფლება აქვთ.
ნორვეგიისთვის ლიმიტი 27 ადამიანი იყო. რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა ნორვეგია გააფრთხილა, რომ სია შეიძლება გაფართოვდეს "უცხო სახელმწიფოების მტრული ქმედებების გათვალისწინებით."
აპრილის შუა რიცხვებში ნორვეგიის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელი გააძევა. ოსლომ მათ დაზვერვის ოფიცრები უწოდა, რომლებიც "ჩართული არიან იმ საქმიანობაში, რომელიც შეუთავსებელია მათ დიპლომატიურ სტატუსთან."