რუსეთში TELEGRAM-ის დაბლოკვის საწინააღმდეგო მიტინგის ორგანიზატორი დააკავეს
რუსეთში, დონის როსტოვში ტელეგრამის დაბლოკვის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი ევგენი მაკოვოზი დააკავეს.
ჩაშლილად: შემთხვევა 20 მარტს მოხდა, მაგრამ ინფორმაცია დამოუკიდებელი რუსული მედიისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
- მაკოვოზმა დონის როსტოვის ადმინისტრაციას საპროტესტო აქციის გამართვის ნებართვისთვის მიმართა.
- 21 მარტს ქალაქის სასამართლომ მაკოვოზი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით გაასამართლა და 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
- დაკავებულის ადვოკატების თქმით, მაკოვოზის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, გარდა ამისა, მას განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
- ტელეგრამის დაბლოკვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ასევე იგეგმება კრასნოდარში. ქალაქის ადმინისტრაციამ მიტინგის ჩატარებაზე თანხმობა გასცა, თუმცა მომიტინგეებს ქალაქის ცენტრში შეკრება ეკრძალებათ. საპროტესტო აქცია 28 მარტს არის დაგეგმილი.
კონტექსტი: გასულ კვირას რუსეთში Telegram-ის ბლოკირება ეტაპობრივად დაიწყო.
- საერთაშორისო კვლევითი პროექტის, OONI-ს ანგარიშის თანახმად წინა კვირის დასაწყისში მომხმარებლების 18% ტელეგრამს ვეღარ იყენებდა.
- დღიდან დღემდე დაბლოკილი მომხმარებლების რაოდენობა იზრდებოდა, პარასკევს - 73%, ხოლო კვირა დღეს რიცხვი 78%-მდე გაიზარდა.
- რუსეთში მსგავსი შეზღუდვები სხვა აპლიკაციებზეც მოქმედებს. Signal დაბლოკილია 87%-ით, ხოლო WhatsApp 89%-ით.
- მედიების ინფორმაციით, ტელეგრამი რუსეთში აპრილის დასაწყისისთვის სრულიად დაიბლოკება.
- დაბლოკვის მიზანია რუსეთის მოქალაქეების სრული იზოლაცია ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებისგან.
- მესინჯერის ბლოკირებას პროსამთავრობო ძალებისა და მართვადი ოპოზიციის ნაწილიც უარყოფითად შეხვდა.
- გარდა ანტისამთავრობო მედიებისა, Telegram-ს ასევე იყენებენ ომის პროპაგანდისტები, კრემლის საინფორმაციო არხები. გარდა ამისა, ფრონტზე მყოფი მებრძოლების დიდ ნაწილს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია Telegram-ით აქვთ.