რუსეთში ომის საწინააღმდეგო ნახატის ავტორი გოგონას მამა დააკავეს
რუსეთის პოლიციამ 1 მარტს, ტულას რეგიონის ქალაქ ეფრემოვის მკვიდრი ალექსეი მოსკალევი დააკავა, რომლის ქალიშვილმაც სკოლის გაკვეთილზე ომის საწინააღმდეგო ნახატი დახატა. მოხალისემ, რომელიც მის ოჯახს ეხმარებოდა განაცხადა, რომ მამის დაკავების პერიოდში, სავარაუდოდ, გოგონას ახლობლები არ გაზრდიან. ამ ინფორმაციას ОВД-Инфо ავრცელებს.
მოსკალევს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ის იმავე დღეს გადაიყვანეს საგამოძიებო კომიტეტში. ხვალამდე ის ქალაქ ეფრემოვის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ.
2022 წლის აპრილში, ქალაქ ეფრემოვის მე-9 სკოლაში, სახვითი ხელოვნების გაკვეთილზე, მეექვსეკლასელებს მიეცათ დავალება დაეხატათ ნახატები უკრაინაში რუსული ჯარების მხარდასაჭერად. ალექსეი მოსკალევის ქალიშვილმა მაშამ ორი დროშა დახატა, მან რუსულად დაწერა "არა ომს", უკრაინულად "დიდება უკრაინას".
ამის შემდეგ, მოსკალევის თქმით, სკოლაში გამოიძახეს პოლიცია და სოციალური სამსახურის თანამშრომლები, ФСБ-ს თანამშრომლებმა გოგონა მარტო წაიყვანეს "სასაუბროდ". ალექსეის წინააღმდეგ ადმინისტრაციული ოქმი შედგა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მუხლით.
30 დეკემბერს მის ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, მოსკალევის თქმით, ФСБ-ს თანამშრომლებმა ოჯახის ყველა დანაზოგი ამოიღეს. ალექსეის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ჯარის განმეორებით "დისკრედიტაციისთვის" და ის აწამეს.