რუსი დიპლომატი: უკრაინელებმა ბუჩაში პროვოკაცია მოაწყვეს
გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა, ამ მომენტში სასურველ არჩევანს არ წარმოადგენს.
"ჩვენ არ ვთვლით რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა სწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგანაც ეს უპირატესობას მისცემს უკრაინულ ჯარებს, რომ გადაჯგუფდნენ და მოაწყონ ისეთი პროვოკაციები, როგორც ბუჩაში გააკეთეს" - განაცხადა დმიტრი პოლიანსკიმ.
ელჩის მოადგილემ ასევე დააზუსტა, რომ იგი არც ჰუმანიტარულ მიზნებით ემხრობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
დმიტრი პოლიანსკის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გააჩნია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინა, ამერიკელების დახმარებით, პროვოკაციის განხორციელებას აპირებს, რათა შემდგომ რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულოს.