რუსი ჰაკერები იტალიური ბანკების ვებ-გვერდებს დაესხნენ თავს
21 აგვისტოს, იტალიის ბანკების ვებ-გვერდებზე ჰაკერული თავდასხმები დაფიქსირდა, რის შედეგადაც ზოგიერთი სერვისი მიუწვდომელი გახდა.
ამ ინფორმაციას Reuters იტალიის კიბერუსაფრთხოების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
იტალიური სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ჰაკერებმა DDoS შეტევები განახორციელეს ბანკების - Intesa Sanpaolo, Monte dei Paschi di Siena, BPER Banca, FinecoBank და Banca Popolare di Sondrio ვებ-გვერდებზე.
Reuters-ის ცნობით, კიბერთავდასხმების უკან პრორუსი ჰაკერები იდგნენ ჯგუფიდან Noname057(16).
ერთ-ერთი ბანკიდან წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ მათი საიტი მძიმე ტრაფიკის გამო გაითიშა, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით, ხოლო მობილური აპლიკაცია მუშაობას განაგრძობდა.
უკრაინის დახმარების გამო, ივლისში რუსი ჰაკერები Noname057-ის დაჯგუფებიდან ბულგარეთის პარლამენტის ვებ-გვერდს დაესხნენ თავს.