რუსი პოლიტპატიმარი კარა-მურზა ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გაუჩინარდა

რუსი პოლიტპატიმარის, ვლადიმერ კარა-მურზას მხარდამჭერები და ნათესავები სულ უფრო მეტად ღელავენ მის ჯანმრთელობაზე, რადგან ერთი კვირაა უარს ეუბნებოდნებიან მასთან კონტაქტზე.

"ჩვენ 2 ივლისიდან არაფერი ვიცით ვლადიმერზე, როდესაც ის ბოლოს ადვოკატმა ნახა," - წერს მისი მეუღლე ევგენია კარა-მურზა სამშაბათს X-ზე და აღნიშნავს, რომ მის ადვოკატებს უთხრეს, რომ ის ციხის საავადმყოფოში 4 ივლისში გადაიყვანეს.

42 წლის კარა-მურზა, რომელიც პუტინის აქტიური კრიტიკოსი და პულიცერის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტია, 25 წლიან სასჯელს იხდის ღალატისთვის და სხვა ბრალდებებისთვის მოსკოვიდან 2000 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში ომსკში.

გასული წლის აპრილში განაჩენის გამოტანისას, მისი მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ პატიმრობა მას სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა, პოლიტიკოსს უკვე აწუხებდა სერიოზული პრობლემები ორჯერ მოწამვლის შემდეგ.

თებერვალში ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ეს შიშები გამძაფრდა.

"რუსეთის ხელისუფლების მიერ გაურკვევლობისა და ყალბი განცხადებების ისტორიის გათვალისწინებით, მისი ფაქტობრივი ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელია," - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი რუსეთის განცხადებაში.

კარა-მურზა რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქეა. საერთაშორისო მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ პატიმრების შესაძლო გაცვლის შემთხევაში, განიხილება მისი გაცვლა ამერიკელ რეპორტიორ ევან გერშკოვიჩთან და ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეით პოლ უელანთან ერთად.

კონტექსტი

ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსი რუსი ოპოზიციონერი და კრემლის კრიტიკოსია - ბორის ნემცოვის ფონდის ყოფილი ხელმძღვანელია, 2015-2016 წლებში იყო სახალხო თავისუფლების პარტიის თავმჯდომარე, 2019-2022 წლებში მიჰყავდა კრიტიკული გადაცემა Эхо Москвы-ს რადიო სადგურზე.

რუსეთის სპეცსამსახურებმა კარა-მურზა ორჯერ მოწამლეს, თუმცა წარუმატებლად. ოპოზიციონერი 2022 წლის თებერვალში პოლიციელიებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააპატიმრეს.

მოგვიანებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კარა-მურზას წინააღმდეგ რამდენიმე პოლიტიკურად მოტივირებული საქმე აღძრა, მათ შორის სახელმწიფო ღალატის ბრალდებით.

მსგავსი სიახლეები