რუსული დაბომბვის შედეგად უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა

რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა. ამის შესახებ ფეისბუქზე ტელეკომპანია უკრაინა 24 იუწყება, სადაც მახოვი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა.

"ოლექსანდრი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ტელევიზიაში მუშაობის დროს მახოვი იყო ერთადერთი ჟურნალისტი, რომელიც იმ თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომლის ევაკუაციაც მოხდა ვუჰანიდან კორონავირუსის გამო. ალექსანდრემ "პატარა შვებულება" უწოდა მივლინებას ანტარქტიდაში, ფრონტიდან წამოსვლის გამო," - ნათქვამია განცხადებაში. "ომი გვართმევს საუკეთესოს... მარადიული ხსოვნა! ვუსამძიმრებთ ოჯახს და მეგობრებს!"

მახოვი მოხალისეთა რიგებს რუსეთის ინტერვენციის მეორე დღეს - 25 თებერვალს შეუერთდა.

ჟურნალისტი ფეისბუქის პოსტებში ომის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ყვებოდა.

28 აპრილს მახოვმა განაცხადა, რომ მას ჭრილობა ჰქონდა მიღებული, მაგრამ ფრონტზე დარჩა და ხუმრობდა: "ქორწილამდე ყველა ჭრილობა შეხორცდება".

 

მსგავსი სიახლეები