რუსული რაკეტების მოდერნიზაციის შედეგად უკრაინული PATRIOT-ის ეფექტურობა მცირდება

რუსეთის ბალისტიკური რაკეტების მოდერნიზაციის შედეგად მკვეთრად შემცირდა უკრაინის განკარგულებაში არსებული PATRIOT-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტურობა. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ სიტუაციაში გაცნობიერებულ წყაროებსა და რუსეთის სარაკეტო დარტყმების სტატისტიკის ანალიზზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს

  • წყაროების ცნობით, რუსეთმა იყენებს მობილური სარაკეტო სისტემების ისკანდერ მ-ის და საჰაერო ბაზირების ჯინჟალის მოდერნიზებულ ვერსიებს - ორივე რაკეტის მოქმედების რადიუსი დაახლოებით 500 კილომეტრია. 

  • უკრაინელი სამხედროების ცნობით, მოდერნიზებული რაკეტები ფრენის უმეტესი ნაწილი მათთვის ჩვეულ ტრაექტორიას მიჰყვებიან, თუმცა ფინალურ ეტაპზე რაკეტა მკვეთრად პიკირებას და მანევრირებას იწყებს, რაც აბნევს საჰაერო თავდაცვის სისტემას. 

ჩაშლილად: ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი გაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ეს შესაძლოა კონფლიქტის "გარდამტეხი" მომენტი გახდეს, რადგანაც უკრაინა ასევე განიცდის საზენიტო რაკეტების ნაკლებობასაც. 

  • გასული აგვისტოს მონაცემებით რუსეთის ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილი იყო და 37%-ს შეადგენდა, თუმცა სექტემბრის მონაცემებით მაჩვენებელი 6%-მდე არის შემცირებული. 

  • Financial Times-ის წყაროების ცნობით, ზაფხულში რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო და მუშაობა დროებით მაინც შეაჩერა კიევსა და მის შემოგარენში მდებარე დრონების მინიმუმ ოთხმა საწარმომ.

კონტექსტი: უკრაინის განკარგულებაში არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება მხოლოდ ამერიკული წარმოების PATRIOT-ს შეუძლია. 

 

მსგავსი სიახლეები