საბერძნეთმა რუსული ნავთობტანკერი დააკავა
საბერძნეთმა ეგეოსის ზღვაში, კუნძულ ევიასთან ახლოს, რუსული ნავთობტანკერი პეგასი დააკავა.
„ტანკერი ევროკავშირის დაწესებული სანქციების რეჟიმის გამო დავაკავეთ“, - განაცხადეს საბერძნეთის საზღვაო სამინისტროში.
პეგასის ბორტზე 19 რუსი მეზღვაური იმყოფება.
უკრაინაში ომის გამო ევროკავშირმა რუსეთს მასშტაბური შეზღუდვები დაუწესა.
სანქციების პაკეტი რუსული დროშის ქვეშ მცურავ ხომალდებს ევროკავშირი პორტების გამოყენებას უკრძალავს.