საფრანგეთის არჩევნები: ვინ მისცა ხმა მაკრონს, ვინ - ლე პენს?
ფრანგული BFMTV-ს დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლი აჩვენებს, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ფინალისტებმა ტრადიციული საარჩევნო ბაზის მობილიზება წარმატებით მოახერხეს.
საფრანგეთის მოქმედ პრეზიდენტს ხმა საჯარო მოხელეების მესამედმა და პენსიონერების 40 %-მა მისცა.
ულტრამემარჯვენე ლე პენმა პენსიონერების და საჯარო სექტორში დასაქმებულების მხოლოდ 18-18 პროცენტის ნდობა მოიპოვა.
თავის მხრივ, ეროვნული გაერთიანების ლიდერმა ფრანგი მუშების დიდი ნაწილის - 42 პროცენტის - მხარდაჭერა მოიპოვა.
ლე პენის დაპირებების დიდი ნაწილი სწორედ სოციალურ-ეკონომიკურ თემატიკას შეეხებოდა და ფოკუსს ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე აკეთებდა.
მაკრონის მთავარმა კონკურენტმა ფრანგი დასაქმებულების გულიც მოიგო - ლე პენს ხმა მათმა 33 პროცენტმა მისცა.
წინასწარი შედეგებით, ჯამში მაკრონმა ფრანგი ამომრჩევლების 28,6, ლე პენმა კი 23,6 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო.
მონაცემები ზუსტდება.