საფრანგეთის პრემიერი: მარინ ლე პენი მაინც ლე პენად რჩება
ბოლო დროს რიტორიკის ცვლილების მიუხედავად მარინ ლე პენი მაინც ერთ-ერთ ლე პენად რჩება, აცხადებს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ულტრამემარჯვენე პრეზიდენტობის კანდიდატზე.
კასტექსის თქმით, ეროვნული გაერთიანების ლიდერს - ემანუელ მაკრონის გუნდისგან განსხვავებით - ქვეყნის მართვის არანაირი გამოცდილება არ აქვს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვკისრულობთ. მაგრამ „უარესი ყოველთვის შესაძლებელია. ქალბატონი ლე პენი, რომელიც კეთილშობილი დიასახლისის იერით წარმოგვიდგება, [ერთ-ერთ] ლე პენად რჩება“, - განაცხადა ჟან კასტექსმა France Inter-თან ინტერვიუში.
ლე პენის მამა, ჟან-მარი ლე პენი, ერთ დროს ულტრამემარჯვენეების პოლიტიკური ოჯახის უცვლელი ლიდერი იყო.
საფრანგეთის პრემიერის განცხადებით, შვილ ლე პენს მამის ტოქსიკური რეპუტაციის ჩამოშორება სურს, თუმცა კვლავ ჟან-მარი ლე პენის იდეების ერთგული რჩება.
რადიკალურ მემარჯვენე ხედვებს იზიარებს ლე პენის დისშვილი მარიონ-მარეშალიც, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე ერიკ ზემურის პარტია რეკონკისტის ერთ-ერთი სახე იქნება.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კვირას, 24 აპრილს გაიმართება.
ლე პენს მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაუპირისპირდება.