საფრანგეთის პრემიერმა მინისტრებს WhatsApp-ის და Signal-ის გამოყენება აუკრძალა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელისაბედ ბორნმა მინისტრებს და მათ ადმინისტრაციებს WhatsApp, Telegram და Signal აუკრძალა ამ აპლიკაციების უსაფრთხოების დაუცველობის გამო. ამის შესახებ POLITICO წერს.
"ეს ციფრული ინსტრუმენტები არ არის მოკლებული უსაფრთხოების ხარვეზებს და, შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს მათ მიერ გაზიარებული საუბრებისა და ინფორმაციის უსაფრთხოებას," - ნათქვამია 22 ნოემბრით დათარიღებულ დოკუმენტში.
ბორნმა მინისტრებს ვადა 8 დეკემბრამდე მისცა. შემდეგ მთავრობა ფრანგულ აპლიკაცია Olvid-ზე გადავა, რომელსაც რეკომენდაციას საფრანგეთის კიბერუსაფრთხოების სააგენტო ANSSI უწევს. ამასთანავე, დაშვებულია Tchap-ის გამოყენება, რომელიც მთავრობის მიერ შემუშავებული უსაფრთხო შეტყობინებების და თანამშრომლობის აპლიკაციაა.
ინფორმაცია პირველად ფრანგულმა გამოცემა Le Point-მა გაავრცელა.
"მე და ჩემი გუნდი მას 2022 წლის ივლისიდან ვიყენებთ. დეკემბერში მთელი მთავრობა გამოიყენებს [Olvid]-ს, მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო მყისიერი შეტყობინებების სისტემას," - დაადასტურა საფრანგეთის ციფრული საკითხების მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ X-ზე.
საფრანგეთის მთავრობამ საჯარო მოხელეებს უბრძანა, კიბერუსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პრობლემების გამო, მათი სამუშაო მოწყობილობებიდან ყველა სახის სოციალური მედიის პლატფორმა წაეშალათ - მათ შორის TikTok, CandyCrush და Netflix.