საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: მალიში ნებისმიერ ფასად ვერ დავრჩებით

 

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორანს პარლიმ თქვა, რომ საფრანგეთს მალიში მისიის გაგრძელებისთვის თავისი ლიმიტები აქვს და იქ ნებისმიერ ფასად ვერ დარჩება.

მალის სამხედრო დიქტატურასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხელისუფლება ქვეყანაში არჩევნების ჩატარებაზე უარს ამბობს.

პარლის თქმით, საფრანგეთი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საუკეთესო გამოსავალზე მუშაობს, რათა ქვეყანაში ტერორიზმთან ბრძოლაც გაგრძელდეს და დემოკრატიაც განვითარდეს.

ამავე საკითხზე საუბრისას, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ მალიში სიტუაცია გაუსაძლისი გახდა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები