საფრანგეთმა ლა-მანშის სრუტეში რუსული სატვირთო გემი დააკავა
საფრანგეთში რუსეთის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლა-მანშის სრუტეში საფრანგეთმა რუსეთის სატვირთო გემი დააკავა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი სანქციებია.
სატვირთო გემი Baltic Leader, რომელიც რუსეთის დროშით დაცურავს, საფრანგეთის საპორტო ქალაქ რუანიდან სანქტ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა. საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ის ბულონ-სურ-მერის პორტში მიიყვანეს.