უკრაინა: კიევზე შეტევისას Shahed-ის ყველა დრონი ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა Shahed-ის ტიპის ყველა დრონი გაანადგურეს, რომლებიც კიევს 17 მარტის საღამოს დაესხნენ თავს.

ამ ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია Telegram-ზე ავრცელებს.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი პოპკის თქმით, მტერმა Shahed-ის კამიკაძე დრონები კიევის მიმართულებით გაუშვა, მაგრამ ყველა საჰაერო სამიზნე საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.

ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა, უფრო დეტალური ინფორმაცია კი ზუსტდება.

მსგავსი სიახლეები