სახელმწიფო დეპარტამენტი: დროა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი გავამაგროთ

 

სახელმწიფო დეპარტამენტში ცალსახად ეთანხმებიან, რომ საჭიროა ნატოს  აღმოსავლეთ ფლანგის გამაგრება, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც პრობლემის მოგვარების დიპლომატიურმა მცდელობამ კონკრეტული შედეგები ვერ გამოიღო.

"ჩვენ ამის შესახებ რამდენიმე კვირაა ვსაუბრობთ. ამ პერიოდის განმავლობაში გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა შესახებაც თავდაცვის მდივანმა განაცხადა, მათ შორის გაზრდილი მომზადების ფაზაში გადავიყვანეთ ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შესაძლოა უახლოეს კვირებში გაემგზავრონ",- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა. 

აშშ-ის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ ნატოს აღმოსავლეთ ევროპის წევრ სახელმწიფოებთან კვლავ აგრძელებენ მომზადებას, რუსეთის შესაძლო აგრესიისთვის. 

ამავდროულად ცნობილი ხდება, რომ თებერვლის შუა რიცხვებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს სპეციალური ვიზიტით ეწვევა აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. 

იმის შესახებ, რომ აშშ ნატოს წევრ აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას აპირებს, ცნობილი იანვარში გახდა. მაღალი ალბათობით საუბარია 8 500 ამერიკელ სამხედროზე, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში განთავსდებიან.

მსგავსი სიახლეები