სახელმწიფო დეპარტამენტი: მთავრობას დაჟინებით მოვუწოდებთ, მიიღოს ზომები სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა 9 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანის პროცესი შეაფასა:
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, მის დაკავებას და მის მიმართ მოპყრობას, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის დღევანდელ განცხადებას, რომელიც ზრდის შეშფოთებას სააკაშვილის საპატიმრო პირობებზე.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის და ჯანმრთელობისთვის საჭირო სამედიცინო პირობების შესაქმნელად. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სააკაშვილს უმკურნალონ სამართლიანად, ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.
საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა დაიცვას პატიმრები ძალადობისგან, მათ შორის, ფსიქოლოგიური ძალადობისგან და მიაწოდოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება და კერძო სამედიცინო ინფორმაცია არ გაასაჯაროოს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით." - თქვა პრაისმა.