სალივანი: ომი თვეები გაგრძელდება, ისრაელს არ ვეტყვით რა უნდა გააკეთოს
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იერუსალიმს და ვაშინგტონს შორის არ არსებობს უთანხმოება, რომ ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლას თვეები დასჭირდება.
"თეთრ სახლს ჰქონდა ძალიან კარგი დისკუსიები ვადებზე და კონფლიქტის შემდეგ ეტაპებზე გადასვლაზე, მაგრამ ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ ვინმეს ვუთხრათ, რომ თქვენ უნდა გააკეთოთ X, თქვენ უნდა გააკეთოთ Y." - თქვა სალივანმა.
ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი ისრაელს აიძულებს, უახლოეს კვირებში დაასრულოს ომის მიმდინარე ფაზა.
სალივანის თქმით, მისმა ისრაელელმა კოლეგებმა დააფიქსირეს პოზიცია, განასხვავონ მშვიდობიანი მოქალაქეები მებრძოლებისგან, რათა თავიდან აიცილონ უდანაშაულო ადამიანების დაზარალება.
ისრაელმა ომის დასრულების შემდეგ, ღაზას სექტორში სექტორში პალესტინის ადმინისტრაციის დაბრუნება გამორცხა.
ამაზე სალივანმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ჩვენ გვჯერა, რომ პალესტინის ხელისუფლება უნდა განახლდეს და გამოცოცხლდეს. განახლდეს მისი მართვის მეთოდები, პალესტინელი ხალხის წარმომადგენლობის თვალსაზრისით. ამას ბევრი შრომა დასჭირდება ყველასგან, ვინც პალესტინის ხელისუფლებაშია, პრეზიდენტ მაჰმუდ აბასით დაწყებული, რომელსაც მე შევხვდები… და საბოლოოდ, პალესტინელი ხალხის გადასაწყვეტია, როგორ იმუშავებს მათი წარმომადგენლების მეშვეობით."