სალივანი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, Nord Stream 2 არ ამოქმედდება

 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, Nord Stream 2-ის გაზსადენი არ ამოქმედდება. ამის შესახებ 6 თებერვალს, ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა NBC-ის ეთერში განაცხადა.

სალივანმა განაცხადა, რომ აშშ დარწმუნებულია ევროპული ქვეყნები აპირებენ "სერიოზული ფასი გადაახდევინონ რუსეთს," მაგრამ "რუსული გაზის შეწყვეტამდე და ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციამდე შორი გზაა."

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტისგან მიიღო დავალება მსოფლიოში ბუნებრივი აირის მიმწოდებლები მოიძიოს, რათა გაუთვალისწინებელი გარემოების შემთხვევაში თხევადი ბუნებრივი აირი ევროპაში გაგზავნონ.

"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, Nord Stream 2 არ ამოქმედდება." - თქვა სალივანმა.

 

მსგავსი სიახლეები