საფრანგეთში "გენდერულად ნეიტრალური" სიტყვების გამოყენება აიკრძალა

საფრანგეთის განათლების სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, სკოლებში იკრძალება სიტყვების შუაში წერტილების გამოყენება, რაც სიტყვებს "გენდერულად ნეიტრალურად" გარდაქმნიდა.

საფრანგეთის აკადემიამ, რომელიც ფრანგული ენის დაცვაზეა პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება “საზიანო იქნება პრაქტიკაში და ფრანგული ენის გაგებაში.”

ფრანგულ გრამატიკაში არსებითი სახელები იღებენ იმ საგნის სქესს, რომელსაც ისინი უკავშირდებიან, ხოლო შერეულ გარემოებაში, მამრობით სქესს აქვს უპირატესობა.

ამიტომ, მეგობრების ჯგუფი, სადაც 4 ქალი და 1 კაცია, მამრობით ფორმით გამოიყენება - ‘amis’ - რაც გენდერული თანასწორობის მომხრეებში პროტესტს იწვევს.

სიტყვის შუაში წერტილების დამატების შემდეგ, სიტყვა ‘ami.e.s’ ხდება მდედრობითი სქესის, ‘e’-ს დამატებით, თუმცა სიტყვა ისევ ისე წარმოითქმება, როგორც მამრობითშია.

გენდერული თანასწორობის ადვოკატების აზრით, სიტყვის შუაში წერტილებით ფრანგული ენა “უფრო ინკლუზიურია.” თუმცა, კრიტიკოსების აზრით, ეს წერით და სასაუბრო ფრანგულს შორის უფრო მეტ განსხვავებებს აჩენს, რაც ენის სწავლას ართულებს.

პრიორიტეტული განათლების საკითხებში სახელმწიფო მდივნის, ნატალი ელიმასის თქმით, ფრანგული ენის “გენდერულად ნეიტრალურად” გადაქცევის მცდელობები ენის პოპულარობას არ ზრდიდა და საპირისპიროდ, მეტ ადამიანს უბიძგებდა ინგლისური ესწავლა.

საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკემ კი განაცხადა, რომ სიტყვების შუაში წერტილების გამოყენება “ბარიერი იყო” შეზღუდული სწავლის უნარების მქონე ადამიანებისთვის, როგორიცაა დისლექსია.

საპასუხოდ, საფრანგეთის ყველაზე დიდმა მასწავლებელთა კავშირმა SUD-მა გაავრცელა განცხადება, სადაც მასწავლებლებს ბრძანების იგნორირებისკენ მოუწოდა.

"ბლანკემ უნდა შეწყვიტოს განათლების სისტემაზე თავისი ჩამორჩენილობის თავს მოხვევა,” - ნათქვამია განცხადებაში.

 

წყარო:

dailymail.co.uk

მსგავსი სიახლეები