საქართველოს პრეზიდენტი სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტმა X-ზე თავად გაავრცელა.

"შევხვდი საქართველოს მეგობრებს, სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერს. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მომავალი არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება. მათი ვიზიტი საქართველოს მიმართ აშშ-ს მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია". - წერს ზურაბიშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები