სატელიტური ფოტოები მოწმობს, რომ რუსეთმა სირიიდან ბაზების ევაკუაცია დაიწყო
რუსეთმა სირიიდან საკუთარი სამხედრო ბაზების ევაკუაციისთვის მზადება დაიწყო, ხმეიმსა და ტარტუსში რუსეთის არმიის სატრანსპორტო თვითმფრინავები შენიშნეს.
ამის შესახებ Planet Labs-ისა და Maxar Technologies-ის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოებიდან ხდება ცნობილი.
ფოტოებზე ჩანს, რომ ხმეიმიმში რუსეთის საავიაციო ბაზაზე AН-124-ის ტიპის 2 სატვირთო თვითმფრინავი, ასევე ИЛ-67-ის ტიპის 2 სატრანსპორტო და კიდევ რამდენიმე შედარებით მცირე ზომის თვითმფრინავი იმყოფება.
ფოტოებზე ასევე ჩანს, რომ თვითმფრინავების სატვირთო სექცია ღიაა, რაც მძიმე შეიარაღებით დატვრითვის პროცესის დაწყებაზე მიანიშნებს.
გარდა ამისა, ფოტოებზე ჩანს, რომ რუსი სამხედროები КА-52-ის ტიპის მოიერიშე ვერტფმრენს შლიან, რაც მაღალი ალბათობით მის დაშლილ მდომარეობაში ტრანსპორტირების აუცილებლობაზე მიანიშნებს. ასევა ჩანს C-400-ის ტიპის საზენიტო კომპლექსიც, რომელსაც ასევე ევაკუაციისთვის ამზადებენ.
რუსული ბაზების მოახლოებულ ევაკუაციაზე მიანიშნებს რუსი Z-ბლოგერების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოებიც, რომლებზეც რუსული ჯაშანტექნიკის კოლონები ბაზებისკენ მიემართებიან.
გარდა ამისა რამდენიმე გემმა დატოვა სირიის ტერიტორიული წყლები ტარტუსის სამხედრო-საზღვაო ბაზიდანაც.
ამის მიუხედავად რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ კრემლი ამ დრომდე აწარმოებს მოლაპარაკებებს სირიის ახალ ხელისუფლებასთან ბაზების შენარჩუნების საკითხზე.