საუდის არაბეთმა იემენელი ჰუსიტების მიერ ისრაელისკენ გასროლილი რაკეტა ჩამოაგდო - WSJ
საუდის არაბეთმა გაანადგურა ერთ-ერთი ფრთოსანი რაკეტა, რომელიც გასულ კვირას ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტმა მეამბოხეებმა ისრაელისკენ ისროლეს. ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება.
აქამდე ცნობილი იყო, რომ შეერთებულმა შტატებმა დანარჩენი ოთხი რაკეტა თავისი კრეისერიდან (USS Carney) ჩამოაგდო, მაგრამ საუდის არაბეთის მონაწილეობა უცნობი იყო.
საუდის არაბეთის სარაკეტო თავდაცვა ამერიკულ Patriot-ის სისტემებს ფლობს.
აშშ-მა განაცხადა, რომ რაკეტები, სავარაუდოდ, ისრაელისკენ ისროლეს.
პენტაგონის სპიკერმა პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ ამერიკას არ აქვს ინფორმაცია უბრძანა თუ არა ირანმა მის მარიონეტებს სარაკეტო თავდასხმების დაწყება, მაგრამ თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი პასუხისმგებლობას თეირანს აკისრებს.
"როდესაც ხედავთ ამ აქტივობის ზრდას და ამ ჯგუფის თავდასხმებს... მასზე ირანული თითის ანაბეჭდებია," - თქვა მან.