სერბეთის პრემიერი: შეიარაღებას გავყიდით იმ შემთხვევაშიც თუ მიმღები უკრაინაა
სერბეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა გააგრძელებს საკუთარი წარმოების შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით ვაჭრობას დასავლურ ქვეყნებთან, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა პროდუქციის საბოლოო მიმღები უკრაინა.
ამის შესახებ მილოშ ვუჩევიჩმა AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"არ მინდა ჩვენს კომპანიებს შევუშალო ხელი მიჰყიდონ ჩვენი წარმოების საბრძოლო მასალები ესპანეთს, ჩეხეთს ან აშშ-ს. ეს არ არის აკრძალული და არც ამორალური. საბრძოლო მასალებს სამწუხაროდ იქ იყენებენ სადაც ომია" - განაცხადა ვუჩევიჩმა.
კონტექსტი
გასულ კვირას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანული Financial Times წერდა, რომ სერბეთმა გასული 2 წლის განმავლობაში შეიარაღების მწარმოებელი სერბული კომპანიების შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა.
ასეთი ზრდის მიზეზი კი დასავლურ ქვეყნებთან ვაჭრობის გაზრდილი მოცულობაა, მთავარი საექსპორტო პროდუქცია კი სერბული წარმოების საარტილერიო ჭურვებია. გაზეთის წყაროების ცნობით, ჯამურად საუბარია 800 მილიონი ევროს შემოსავალზე.
ამავე წყაროების ცნობით, ამ საარტილერიო ჭურვების მნიშვნელოვანი ნაწილი საბოლოოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში აღმოჩნდა. გაზეთთან საუბარში დაადუსტურა ქვეყნის მიერ შეიარაღების გაყიდვით მიღებული გაზრდილი შემოსავალი და განაცხადა, რომ ასეთ ვაჭრობაში პრობლემურს ვერაფერს ხედავს.
ვუჩიჩის თქმით, ეს არ ეწინააღმდეგება მისი მთავრობის ნეიტარლურ პოზიციას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით - სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ომი სამწუხაროდ სერბების მოძმე სლავ ერებს შორის მიმდინარეობს.
სერბეთი ერთადერთი ევროპული სახელმწიფოა, რომელიც არ შეუერთდა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.