სერგეი შოიგუ ბელორუსში ჩავიდა და ლუკაშენკოს შეხვდა

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მინსკში რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შეხვდა. ამის შესახებ БелТА წერს.

შოიგუ ბელორუსის დედაქალაქში "სახელმწიფოს მეთაურებს შორის ბოლო შეთანხმებების განვითარების მიზნით" ჩავიდა.

"ვლადიმერ ვლადიმერის ძესთან (პუტინთან - რედ.) ბოლო მოლაპარაკების შემდეგ ჩვენ შევთანხმდით, რომ თქვენ და ექსპერტები ჩამოხვიდოდით ბელორუსში, დავსხდებოდით თქვენთან და განვიხილავდით ბელორუსის უსაფრთხოების საკითხებს. იცით, მე უკვე დავაყენე ეს საკითხი უზენაეს საბჭოში, მაგრამ მანამდე ეს საკითხი განვიხილეთ ვლადიმერ ვლადიმერის ძესთან." - თქვა ლუკაშენკომ.

ბელორუსის ლიდერმა შოიგუს განუცხადა, რომ "დასავლეთის ქვეყნები არ ასრულებენ შეთანხმებებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომელიც ბელორუსმა ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერის შედეგად მიიღო" და შესაბამისად, ის გარანტიებს რუსეთისგან ითხოვს.

"ბელორუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციამ ბელორუს ისე უნდა დაიცვას, როგორც საკუთარი ტერიტორია. ასეთი უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება ჩვენ", - აღნიშნა ლუკაშენკამ.

მსგავსი სიახლეები