შაჰინი და რიში: ხალხის მისწრაფების უგულებელყოფა უშედეგოდ არ ჩაივლიდა
ამერიკელი სენატორები, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი ჯიმ რიში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის $95-მილიონიანი დახმარების შეჩერებას ერთობლივი წერილით ეხმაურებიან.
"მივესალმებით დღევანდელ გადაწყვეტილებას უცხოელი აგენტების კანონის - რომელიც გამოყენებული იქნება თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის მებრძოლი სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების მიზანში ამოსაღებად - მიღების პასუხად საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების შეწყვეტასთან დაკავშრებით. მას შემდეგ, რაც 1991 წელს საქართველომ მოსკოვისგან დამოუკიდებლობა აღიდგინა შეერთებული შტატები დემოკრატიული ძალისხმევისა და რეფორმების ამაყი მხარდამჭერი იყო, მუშაობდა მთავრობასთან ერთად ინსტიტუტებისა გასაძლიერებლად და უჭერდა მხარს მის ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის მიერ 2008 წელს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიის შემდეგ. საქართველოს მთავრობას არასწორად სჯეროდა, რომ საკუთარი მოქალაქეების დემოკრატიული მისწრაფებების უგულებელყოფას შეერთებულ შტატებთან მის ურთიერთობაზე გავლენა არ ექნებოდა. დღევანდელი გადაწყვეტილება გზავნილია, რომ შეერთებული შტატების დახმარება არაა უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები გააჩნია.
მიუხედავად აშშ-ს დახმარების შეწყვეტის შეჩერებისა, შეერთებული შტატები ქართველი ხალხის ტრანსატლანტიკური მისწრაფებების ერთგული რჩება. სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი ქმედების ორპარტიული მხარდაჭერა არის ერთ-ერთი პუნქტი ჩვენი კანონპროექტის, ქართველი ხალხის აქტისა, რომელიც საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების გადახედვას მოითხოვს. ჩვენ გავაგრძელებთ იმ დამატებითი ზომების მხარდაჭერას, რომლებსაც მოიცავს კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობას პასუხს აგებინებს და დაეხმარება ქართველ ხალხს საკუთარი დემოკრატიული გზაზე სიარულის გაგრძელებაში. შეერთებული შტატები მზადაა ხელახალ ჩართულობაზე მაშინ, როცა მთავრობა კვლავ გამოხატავს საკუთარ ერთგულებას ჩვენი საერთო მიზნების მიმართ." – წერია რიშისა და შაჰინის ერთობლივ განცხადებაში.