შარლ მიშელი: სერიოზული ეჭვებია არჩევნების გაყალბებაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით "სერიოზული ეჭვები" არსებობს, რაც გამოძიებას საჭიროებს

"მე ვიცი ქართველი ხალხის გულწრფელი მისწრაფება, გაწევრიანდნენ ევროკავშირში. ჩვენ, ევროკავშირის მხარემ, მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. მეორე მხრივ, [საქართველოში] ჩატარდა არჩევნები, რომლის გაყალბებაზეც სერიოზული ეჭვები არსებობს. ეს სერიოზულ გამოძიებას მოითხოვს - საჭიროა სიცხადე პროცესის შესახებ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა. ამის გარშემო ეჭვები არამხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც არსებობს" - განაცხადა მიშელმა.

ის ირაკლი კობახიძესთან გუშინ გამართულ შეხვედრასაც გამოეხმაურა: 

“მქონდა შესაძლებლობა, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან შეხედულებები გამეზიარებინა”.

 

მსგავსი სიახლეები