შეცდომების მიუხედავად, ისრაელზე თავდასხმა აუცილებელი იყო - ჰამასი

პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" 16 გვერდიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც ისრაელზე განხორციელებული თავდასხმაა მიმოხილული. 

დოკუმენტში წერია, რომ 7 ოქტომბერს, სამხრეთ ისრაელში განხორციელებული შეტევა "აუცილებელად გადასადგმელი ნაბიჯი" იყო, ოკუპაციის წინააღმდეგ. 

აქვე გაზგასმულია, პირველად, რომ შეტევის დროს მოხდა "გარკევული შეცდომები," რის მიზეზადაც ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების სწრაფი ჩამოშლა და ღაზის საზღვართან დატრიალებული ქაოსია დასახელებული. 

7 ოქტომბრის თავდასხმაზე, ეს არის ჰამასის პირველი დოკუმენტი, რომელიც ორ ენაზე - ინგლისურად და არაბულად გამოქვყენდა. 

თავდასხმის შედეგად, ისრაელელი სამოქალაქო პირების მკვლელობას ჰამასი შემთხვევითობას და თავად ისრაელის პოლიციას აბრალებს. 

"მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნედ ამოღება, თუკი ამას ადგილი ჰქონდა, მოხდა შემთხვევით და საოკუპაციო ძალებთან დაპირისპირების დროს. ბევრი ისრაელელი დაიღუპა ისრაელის არმიისა და პოლიციის ხელით, რაც მათი დაბნეულობით იყო გამოწვეული." 

კონფლიქტის აღწერისას, ჰამასმა ისტორიული პარალელები მოიშველია და მიუთითა, რომ ეს კონფლიქტი 105 წლის წინ არის დაწყებული, რომელიც ორ ნაწილად - 30 წლიან ბრიტანულ მმართველობად და 75 წლიან "სიონისტურ ოკუპაციად" არის დაყოფილი. 

2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელის სახელმწიფოზე მომხადრი თავდასხმის შემდეგ 1,140 ადამიანი მოკვდა, მათ შორის, უმრავლესობა სამოქალაქო პირი იყო. 

ამის პასუხად, ისრაელელებმა სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, რომლის მიზანსაც, პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუს თქმით, ჰამასის სრული განადგურება წარმოადგენს. არსებული მონაცემებით, ღაზის ოპერაციას 20 ათასიდან 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. 

 

მსგავსი სიახლეები