შოლცი: დღეს და ხვალ რუსული ნავთობის და გაზის იმპორტს ვერ შევწყვეტთ

 

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 23 მარტს ბუნდესტაგში გამოსვლისას გერმანიის რუსულ ენერგოიმპორტზე დამოკიდებულებაზე ილაპარაკა.

მისი თქმით, გერმანია რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას "იმდენად მალე დაასრულებს, რამდენადაც შესაძლებელი იქნება".

თუმცა, ოლაფ შოლცის განცხადებით, "დღეს ან ხვალ" ამის გაკეთება შეუძლებელია:

ეს რომ დღეს ან ხვალ ვქნათ, იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა და მთელი ევროპა რეცესიაში გადავაგდოთ.

ასიათასობით სამუშაო ადგილს საფრთხე ექმნება, მთლიანი ინდუსტრიები ჩამოშლის პირას მივა.

კანცლერის თანახმად, უკვე შემოღებული სანქციები ევროპაში "უკვე ბევრს შეეხო მძიმედ".

ამისდა მიუხედავად, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ თანდათანობით რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება და ამასთან ერთად, უკვე მიღებული სანქციების შედეგი რუსეთისთვის მომდევნო კვირებში უფრო საგრძნობი გახდება.

მსგავსი სიახლეები