შოლცი: გერმანიაში Tomahawk-ები აღარ განთვსდება, თუ რუსეთი შეწყვეტს ომს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, იმისთვის, რომ გერმანიაში აღარ განთავსდეს ამერიკული Tomahawk-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, მაშინ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა DW-ს განუცხადა.

„პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, ესაა უკრაინაში მიმდინარე სასტიკი, მტაცებლური ომის შეწყვეტა და უარის თქმა მთელი უკრაინის დაპყრობის მცდელობაზე“ - განაცხადა კანცლერმა.

კანცლერის თქმით, ამერიკული რაკეტების გერმანიის ტერიტორიაზე განთავსებას შემაკავებელი ფაქტორი ექნება, რადგანაც, სწორედ, მსგავსი იარაღი იქნება გარანტი იმისა, რომ გერმანიას თავს არ დაესხმებიან.

“ჩვენ ყველას გვსურს ვიცხოვროთ მსოფლიოში, სადაც, იარაღზე კონტროლს დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. მაგრამ ახლა საუბარია ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე იარაღით, რომელსაც შემაკავებელი ფუნქცია ექნება, რათა არ დავუშვათ ომი“ - განაცხადა შოლცმა

კონტექსტი

რუსეთის შეკავების მიზნით, შეერთებული შტატები მიიღებს ზომებს ნატოს ევროპელი პარტნიორების დასაცავად. კერძოდ, იგეგმება Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების და სხვა შორ დისტანციაზე მოქმედი იარაღის გერმანიაში 2026 წლიდან განთავსება.

 

მსგავსი სიახლეები