შოლცი: გერმანიაში ვაქცინაცია სავალდებულო თებერვალში გახდება

 

გერმანიის მომავალმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო თებერვალში გახდება.

შოლცი გერმანიის კანცლერი შემდეგ კვირაში გახდება.

გერმანიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის ფონზე შოლცს დამატებითი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. ქვეყანაში ვირუსის ახალი - "ომიკრონ" ვარიანტი უკვე დადასტურდა.

სავალდებულო ვაქცინაციას მხარს უჭერენ გერმანიის რეგიონული ხელისუფლების ლიდერები. ბავარიის პრემიერ-მინისტრმა მარკუს ზოდერმა კვირას განაცხადა, რომ ვაქცინაცია პანდემიის დასრულების "ერთადერთი შანსია".

გერმანიის მოსახლეობის 68% სრულად არის აცრილი

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით ქვეყანაში 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

მსგავსი სიახლეები