შოლცი უკრაინის დახმარებაზე: როცა სხვები დასუსტდებიან გერმანიან მეტი უნდა ქნას
გერმანიის კანცლერის თქმით, სხვა მოკავშირეების მხრიდან დახმარების შემცირების ფონზე ქვეყანა მზად უნდა იყოს უფრო მეტად დაუჭიროს მხარი უკრაინას.
ამის შესახებ ოლაფ შოლცმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კანცლერმა თანაპარტიელებს უკრაინის დახმარების საკითხში თანმიმდევრულობისა და სიმტკიცისკენ მოუწოდა, რადგანაც მისივე სიტყვებით "ომი მალე არ დასრულდება."
შოლცის თქმით, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დაასრულა ევროპაში მანამდე არსებული კონსენსუსი მშვიდობისა და ურთიერთგაგების შესახებ. "გერმანია მზად უნდა იყოს უფრო მეტის გასაკეთებლად, როდესაც სხვები დასუსტდებიან", - განაცხადა კანცლერმა.
მაღალი ალბათობით შოლცი, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ სირთულეებს გულისხმობდა.
გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას და რომ "პუტინს არ უნდა ჰქონდეს მათი დაღლის იმედი."